
“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს?”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან”, იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილად იქცა.
კარგი იქნებოდა დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში “ქართული ოცნების” არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















