
დიზაინერმა ნინა ზარქუამ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ instagram გვერდზე ფოტო დადო.
ფოტოს კომენტარებში მისმა გამომწერმა ინგლისურად დაუწერა. i love uuu რაზეც ნინამ უპასუხა:
– რამე რომ არ შემეშალოს ინგლისურად არაფერს დავწერ.
– არეშიძეს წაკბინეთ?
– ბატონო? რა ყველგან არეშიძე გელანდებათ ხალხო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლი ანუკი არეშიძე და დიზაინერი ნინა ზარქუა ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ.
მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, თუმცა მათ მიმდევრებს დღემდე აინტერესებთ რეალურად რა მოხდა ორ მშვენიერ ქალბატონს შორის.























