
რა ლამაზი „განახლების გეგმა“ დადებულა კიევში, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ დღეს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო გიგი უგულავამ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა.
ჩერგოლეიშვილის ამ განცხადების ფონზე კი ვრცელდება ინფორმაციები, რომლის თანახმადაც, „ევროპული საქართველოს“ დაფინანსებაზე შესაძლოა დავით კეზერაშვილმა უარი თქვას და მან არჩევანი სულ სხვა პოლიტიკურ ძალაზე გააკეთოს, რომლის მონახაზებიც უკვე არსებობს.
ამ სავარაუდო მონახაზით, ახალი პოლიტიკური ძალის გამოკვეთილი ლიდერები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიზე და ხატია დეკანოიძე იქნებიან.
ეს თემა ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ კულუარებში განიხილება.























