11:59 | 2020-10-22 ავტორი: თამთა თორდია

რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ – ადგილობრივების ვერსიები

რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ – ადგილობრივების ვერსიები

ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვაა – საიდან ქრება თავდამსხმელის კვალი.

 

ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა, ის გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ტოვებს ბანკის შემობას.

 

შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც კირცხის ტყის ტერიტორიაზე ტოვებს მძევლებს.

 

ამის შემდეგ აღარ არსებობს ოფიციალური უწყების ცნობა თავდამსხმელის შემდგომი გადაადგილების შესახებ. 

 

ვიპოვით გზას, ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს - „საქართველოს ბანკი“ 
2020-10-22ვიპოვით გზას, ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს - „საქართველოს ბანკი“ 

 

“პრაიმტაიმი” ადგილობრივებში გავრცელებულ ვერსიებს გაეცნო. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, თავდამსხმელი გასულ ღამეს მძევლებთან ერთად კვალის არევის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით, პოლიციის კუთვნილი პიკაპით გადაადგილდებოდა.

 

საუბარია, მთიანი სამეგრელოს რამდენიმე წერტილზე ჩხოროწყუდან-წალენჯიხის მუნიციპალიტეტამდე.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, მას შეეძლო სოფელ კანთიდან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთიან ზონაში) მთის საშუალებით დაბა ჯვრის ტერიტორიაზე მოხვედრა, ხოლო სოფელ ლიიდან წყოუში-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმოჩენილიყო.

 

ამ ადმინისტრაციული საზღვრიდან ყველაზე ახლოს ოკუპირებული საბერიოა.

 

ამ დრომდე გრძელდება თავდამსხმელის დევნის ოპერაცია, რომელიც მოთხოვნილ თანხასთან ერთად მიმალვაშია. როგორ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. “შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ამბობს უწყება.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: თამთა თორდია

X