14:13 | 2020-06-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა მდგომარეობაში არიან მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც ვარკეთილში ისროდა

რა მდგომარეობაში არიან მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც ვარკეთილში ისროდა

ვარკეთილში, სადაც მამაკაცი უმისამართოდ ისროდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.

 

როგორც იგი ამბობს, მამაკაცი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა ჩაკეტილი და ამ დრომდე მიმდინარეობს მასთან მოლაპარაკებები.

 

„პიროვნება არის შეიარაღებული, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე გასროლა. სამართალდამცავები მობილიზებულები არიან, უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

მამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან
2020-06-05მამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან

 

არავინ არ არის დაშავებული და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X