01:27 | 2020-08-19 ავტორი: Prime Time

რა მიზანს ისახავს ექსპერიმენტი,რომელსაც არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ატარებენ

რა მიზანს ისახავს ექსპერიმენტი,რომელსაც არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ატარებენ

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.

 

დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პირი, რომლებიც ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით იღებენ მონაწილეობას და საქმის ფიგურანტები არ არიან.

 

რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ, ერთმანეთს რომ შევხვდით... - რას წერს გოგო, რომელსაც შაქარაშვილის დედა თავის შვილს ამსგავსებს
2020-08-10რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ, ერთმანეთს რომ შევხვდით... - რას წერს გოგო, რომელსაც შაქარაშვილის დედა თავის შვილს ამსგავსებს

 

კობაიძის თქმით, ექპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი – ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.

 

კობაიძის განცხადებით მწვანე სახლს, სადაც ბრეგვაძე იმალებოდა და ამ ტერიტორიას შორის ძალიან დიდი  დაახლოებით ნახევარ კილომეტრიანი დაშორებაა, თუმცა ბატონ ბრეგვაძეს ამოჩემებული აქვს, რომ ყველაფერს ხედავდა და აკონტროლებდა,რაც ძალიან არარეალურად ჟღერს მითუმეტეს სიბნელეში და პლუს ამას, გაარჩიო პიროვნებები.

 

ექსპერიმენტის დროს მიიყვანენ გარეშე პირებს და მათი მეშვეობით რეალურ სურათს ასახავენ.

ავტორი: Prime Time

X