19:48 | 2020-05-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა მიზეზებზე საუბრობს სკანდალური პოსტის შემდეგ ზუგდიდელი მასწავლებელი

რა მიზეზებზე საუბრობს სკანდალური პოსტის შემდეგ ზუგდიდელი მასწავლებელი

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ განმარტებას აკეთებს.

 

მასწავლებლის თქმით, ემოცია, რომელიც პოსტის სახით გადმოსცა, ადამიანურია.

 

„25 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს.

 

„ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს“ - ზუგდიდელი პედაგოგი 2020 წლის გამოშვებაზე
2020-05-23„ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს“ - ზუგდიდელი პედაგოგი 2020 წლის გამოშვებაზე

 

არცერთი წყენა, არცერთი ცუდი დამოკიდებულება მოსწავლეებთან წლების განმავლობაში არ მქონია. მართლა გულით ვემსახურები ჩემს საქმეს, უბრალოდ, პატარა გაუგებარი მიზეზი იყო თავის დროზე, რაზეც გული ძალიან დამწყდა.

 

ადამიანური გრძნობით ძალიან განვიცადე და ეს აღვნიშნე. ამას შეისწავლის შესაბამისი კომისია და მეც დასკვნებს დაველოდები“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ხათუნა ქვარცხავა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X