16:44 | 2020-04-15 ავტორი: თამთა თორდია

რა მიზეზითაც ჩვენ ვსხედვართ სახლში, იმ მიზეზით დადის მრევლი ეკლესიაში – ირინა ტორონჯაძე 

რა მიზეზითაც ჩვენ ვსხედვართ სახლში, იმ მიზეზით დადის მრევლი ეკლესიაში – ირინა ტორონჯაძე 

ფემინისტი ირინა ტორონჯაძე, სოციალურ ქსელში ეკლესიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და საკუთარ facebook გვერდზე წერს, რომ რა მიზეზითაც ჩვენ სახლში ვსხედვართ, იმ მიზეზით დადის მრევლი ეკლესიაში.

 

„სულ იმეორებენ მრევლზე – როგორ არ ეშინიათ კორონასი, როგორ დადიან ეკლესიაშიო. სულ პირიქითაა –  ძალიან რომ ეშინიათ, იმიტომაც უნდათ ეკლესიაში მისვლა, ამ დაუცველობის ფონზე ეკლესიის წიაღში უფრო დაცულად გრძნობენ თავს.

 

ასე რომ, რა მიზეზითაც ჩვენ ვსხედვართ სახლში-იმ მიზეზით დადის მრევლი ეკლესიაში. უბრალოდ წარმოდგენები გვაქვს განსხვავებული. შიში საერთოა”- წერს ირინა ტორონჯაძე.

 

ავტორი: თამთა თორდია

X