22:42 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში – ჯაღმაიძის კომენტარი

რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში – ჯაღმაიძის კომენტარი

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოში, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

​დღეს ბატონი პრემიერმინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში და მისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი ბუკვალურად გასაგები არ არის. საქმე იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება – ამ შემთხვევაში მიზანია, რომ დისტანცია იყოს დაცული და სიმჭიდროვე არ იყოს შეკრების დროს. ამ შემთხვევაში არ ვცილდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი – რომ მრევლმა უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X