09:31 | 2020-04-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რა მიზნით შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ქალაქის დატოვება

რა მიზნით შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ქალაქის დატოვება

დღეიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა ისევ აიკრძალა.

 

თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას გარკვეული დროის მონაკვეთში შეძლებენ.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით:

 

  • 29 აპრილიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო დაბრუნებას საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე შეძლებენ სამინისტროს მიერ გაცემული საშვით;

 

  • ნებართვის მისაღების ფორმა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე და ის მოქალაქემ უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე;

 

  • განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული, ან მატერიალური ფორმით, საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს;

 

  • უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად;

 

  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს.

 

ცნობისთვის, ჩაკეტილი 4 ქალაქიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც აკრძალვის მოქმედების პერიოდში უკან ვეღარ დაბრუნდებიან. შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ამ ქალაქებში რეგისტრირებულებს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან განიკურნა 168, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

 

საკარანტინო რეჟიმში 5 085 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X