20:21 | 2020-07-15 ავტორი: თამთა თორდია

რა მოხდა მას შემდეგ, რაც გურამ ამირხანაშვილმა თეთრპერანგიანთან საუბარი დაასრულა – ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება 

რა მოხდა მას შემდეგ, რაც გურამ ამირხანაშვილმა თეთრპერანგიანთან საუბარი დაასრულა – ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება 

ტელეკომპანია „პირველი“ საინფორმაციო გამოშვებაში გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ ვიდეოს ავრცელებს.

 

კადრებში ჩანს თბილისში დაბრუნებული გურამ ამირხანაშვილი მას შემდეგ, რაც მან „თეთრპერანგიან” მამაკაცთან დაასრულა საუბარი.

 

ასევე კადრებში ჩანს, რომ საუბრის დასრულების შემდეგ გურამ ამრიხანაშვილი მარტო ტოვებს წერეთლის გამზირს.

 

შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო.

 

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

ნახეთ: VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა

 

რატომ არ დევს ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება საქმეში?

📌 რატომ არ დევს ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება საქმეში?

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

X