
თბილისის 32-ე სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესა და დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„32-ე სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავიდა მხოლოდ მისი კლასი. თუმცა, კორონავირუსი დირექტორის მოადგილესაც დაუდასტურდა და მასწავლებლების უმრავლესობა, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. შესაბამისად, მთელი სკოლა იძულებულია, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდეს, რადგან მასწავლებლები იზოლაციაში არიან,“ – განგვიცხადეს განათლების სამინისტროში.






















