
წუხელ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ბარამიას ქუჩაზე ხანძარს 40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, ეს არ იყო უბედური შემთხვევა და საქმე მკვლელობას ეხება, გარდაცვლილი ჯერ მოკლეს და ხანძარი სწორედ მკვლელობის დაფარვის მიზნით გააჩინეს.
„ჩემი ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე, სოხუმიდან გადმოსულმა 22 წლის მამაკაცმა რ.პ-მ, ჯერ მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე უკვე დააკავა”, – გვითხრა კონფიდენციალურმა წყარომ.
შსს აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მათივე ცნობით. დაკავებულია 1 პირი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დამწვარია, დაკვამლიანება მეზობლებმა შეამჩნიეს და საგანგებო სამსახურს სწორედ მათ შეატყობინეს.
ავტორი:თეა შონია























