11:18 | 2021-05-01 ავტორი: Prime Time

რა მოხდება თუ ადამიანი შეზღუდვის მიუხედავად საფლავზე მაინც გავა

რა მოხდება თუ ადამიანი შეზღუდვის მიუხედავად საფლავზე მაინც გავა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომოდ სასაფალოებთან მისასვლელი გზები იკეტება. მთავრობაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მობილობის შემცირებას ემსახურება, რათა შემდგომში კორონავირუსის შემთხვევები არ გაიზარდოს.

 

სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

 

შსს-ის ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

 

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

 

ბავშვები დატბორილ სახლში ტირიან! - ბერი ანდრიას ფონდში სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან, წყალი შევარდნა (მორიგი ვიდეო დიდი დიღმიდან)
2021-04-30ბავშვები დატბორილ სახლში ტირიან! - ბერი ანდრიას ფონდში სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან, წყალი შევარდნა (მორიგი ვიდეო დიდი დიღმიდან)

 

2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები”,- ამბობენ შსს-ში.

ავტორი: Prime Time

X