
რა მოხდება თუ აქცია 22:00 საათამდე არ დაიშალა? ამ კითხვას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პასუხობს.
„აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00 საათის შემდეგ მოქმედებს კანონი ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. იმ შემთხვევაში თუ დაირღვევა კანონი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განმარტა კალაძემ.
შეგახსენებთ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.






















