
კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიო პანიკაში ჩააგდო. პირველადი ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ომიკრონით ინფიცირებულებზე შესაძლოა, ვაქცინამ არ იმუშაოს თუმცა ამ შემთვევაშიც ვაქცინის მწარმოებლები დამაიმედებელ განცხადებებს ავრცელებენ, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ არსებული ვაქცინები ომიკრონთან საბრძოლველად არ გამოდგება, ისინი ახალ ვაქცინას 100 დღეში შექმნიან.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და „რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით“ იხელმძღვანელონ.
Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ არსებული ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს.
ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობს კომპანია Novavax-იც.” – წერს გამოცემა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















