15:21 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

რა მოხდება, თუ საზღვრებზე უკონტროლო შემოსვლა დაიწყება – საფრთხეზე ხათუნა ზახაშვილი საუბრობს

რა მოხდება, თუ საზღვრებზე უკონტროლო შემოსვლა დაიწყება – საფრთხეზე ხათუნა ზახაშვილი საუბრობს

მეზობელ ქვეყნებში არსებული მძიმე ეპიდსიტუაცია საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ საზღვრებზე ადამიანების უკონტროლო შემოსვლა ამ ეტაპზე არ შეიძლება.

 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა - რაზე გვაფრთხილებს ამირან გამყრელიძე
2020-05-22ეს განსაკუთრებით საყურადღებოა - რაზე გვაფრთხილებს ამირან გამყრელიძე

 

„ეს ქმნის საფრთხეს, თუ ამ საზღვრებზე დაიწყება ადამიანთა უკონტროლო შემოსვლა დაიწყება.

 

ჯერჯერობით სისტემა კარგად მუშაობს, კარგად არის რეგულირებული – ნებისმიერი ადამიანი, ვინც შემოდის ქვეყანაში გადის კარანტინს და ტარდება ტესტირება“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

 

მისივე თქმით, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში პოზიტიური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმ შემაკავებელი ღონისძიებების შედეგია, რომელსაც ატარებდა და ნაწილობრივ ახლაც ატარებს ხელისუფლება.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის მაჩვენებლები ასეთია:

 

რუსეთი – 326 448 ინფიცირებული, გარდაიცვალა 3249

 

თურქეთი – 153 548 ინფიცირებული, გარდაიცვალა 4249

 

სომხეთი – 5928 ინფიცირებული, გარდაიცვალა 74

 

აზერბაიჯანი – 3749 ინფიცირებული, გარდაიცვალა 44

ავტორი: Prime Time

X