14:55 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

რა მოხდება თუ შენგენის ზონაში 90 დღიანი ყოფნის ვადა გეწურებათ და სამშობლოში ვერ ბრუნდებით – ზალკალიანი

რა მოხდება თუ შენგენის ზონაში 90 დღიანი ყოფნის ვადა გეწურებათ და სამშობლოში ვერ ბრუნდებით – ზალკალიანი

ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა ევროკავშირში 90 – დღიანი ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ შესაბამისი დახმარება თითოეული შემთხვევიდან გამომდინარე – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინსტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა ინდივიდუალური წევრების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შეექმნათ პრობლემა, გარკვეულწილად გადაუვადდეთ ეს ვადები, ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები და ამ მიმართულებითაც ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მზად არიან, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით.

 

ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა ევროკავშირში 90 – დღიანი ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ შესაბამისი დახმარება თითოეული შემთხვევიდან გამომდინარე“- განაცხადა ზალკალიანმა.

 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გართულებულია ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

 

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

ავტორი: Prime Time

X