
რა მოხდება, თუ ვაქცინის შემდეგ კორონავირუსი მაინც შეგვეყრება? – ამ კითხვაზე პასუხს ექსპერტი ვებ-გვერდ provax.ge-ზე პასუხობს.
ექსპერტების თქმით, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის შემთხვევაში თუ მაინც მოხდება, ადამიანის ინფიცირება, სავარაუდოდ, შემცირდება ავადობის პერიოდი.
„პირველადი მონაცემებიდან აშკარად იკვეთება, რომ ეს ვაქცინები არა მხოლოდ გვიცავს დაავადების სიმპტომებისა და ავადობისგან, არამედ ასევე, სავარუდოდ, გამორიცხავს ზედა სასუნთქ გზებში ინფექციის მოხვედრას.
ვაქცინაციის შემთხვევაში თუ მაინც მოხდება, ადამიანის ინფიცირება, სავარაუდოდ, შემცირდება ავადობის პერიოდი. ასევე იკვეთება, რომ ინფექცია თუ მაინც მოხვდა სასუნთქ გზებში ვანქცინირებული ადამიანის რესპირატორულ ტრაქტში ნაკლები ვირუსი ხვდება, ვიდრე ვაქცინაციის გარეშე მოხდებოდა,“ – ამბობენ ექსპერტები.






















