18:20 | 2021-02-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველი – ნახეთ ვაკანსიები

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველი – ნახეთ ვაკანსიები

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.

 

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

 

გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

 

ფიზიკური ჯანმრთელობა;

 

მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

 

ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

 

გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების

 

შემთხვევაში, აუცილებელია, სულ მცირე ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

 

ვაკანსიები შემდეგია:

 

კულტივაცია;

 

მცენარეების დარგვა (დათესვა);

 

მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია;

 

დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა);

 

ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა);

 

ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა);

 

სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა;

 

პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება;

 

პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა;

 

საწყობში მუშაობა;

 

ცნობისთვის: რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე –http://workabroad.moh.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X