18:01 | 2020-08-26 ავტორი: თამარ გონგაძე

რა ნახეს „ორბი თაუერსის“ კამერის ჩანაწერებში – ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში

რა ნახეს „ორბი თაუერსის“ კამერის ჩანაწერებში – ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში

11 აგვისტოს ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობი, ლაშა კუხიანიძე დღეს 26 წლის გახდებოდა. ის ოქროს დაბადების დღეს ვერ მოესწრო. ამ დღეს პრემიერაც უნდა ეთამაშა და უხუმრია, მაშინ ჩემს დაბადების დღეს 28 აგვისტოს გადავიხდიო.

 

 

მსახიობმა ახლადშეუღლებულ ცოლთან ერთად რამდენიმე დღით „ორბი თაუერსში“ აპარტამენტი იქირავა, თუმცა ხელმოწერიდან მესამე დღეს ყველაფერი დასრულდა – გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა მე-20 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

 

 

გამოძიებამ „ორბი თაუერსის“ იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეისწავლა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის დერეფნებშია დამონტაჟებული.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამ ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ ასეთი სურათი იკვეთება: აპარტამენტს რამდენიმე წუთით ტოვებს ლაშას მეუღლე, დერეფანში კადრში ჩანს თავად მსახიობიც, რომელიც სასტუმროს ნომერში ბრუნდება და კარს კეტავს.

 

შემდეგ კადრში ჩანს, რომ მსახიობის მეუღლე ძლიერად კარზე აკაკუნებს, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ლაშა კარს არ აღებს…

 

ვრცელდება სხვადასხვა ჭორები. ზოგი ამბობს, ცოლთან იჩხუბაო. ამბობენ იმასაც, რომ ახლობელს წინა დღეს მისწერა, რომ თითქოს არეული იყო და რა უნდოდა თვითონაც ვერ გაერკვია…

 

 

მსახიობის მეგობრებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად. თუმცა სიამოვნებით საუბრობენ მის პიროვნებაზე, პოზიტიურ ხასიათსა და პროფესიულ წარმატებებზე.

 

26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ლაშას პრემიერა უნდა ეთამაშა. თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა, პეტრე ჩარგალეიშვილმა “ჰელადოსი” დადგა. პრემიერა სექტემბრისთვის გადაიდო. სარეპეტიციოდ შეკრებილმა დასმა ახლადგარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს სანთელი დაუნთო…

 

“პრაიმტაიმთან” კოლეგას ბათუმის დრამატული თეატრის დასის მსახიობი, დიანა ჩახუნაშვილი იხსენებს…

 

დიანა ჩახუნაშვილი: – დღეს პრემიერა უნდა გვეთამაშა, მაგრამ ლაშას გამო ეს აღარ მოხერხდა… ბელი ხუმრობდა, რადგან ჩემს დაბადების დღეზე პრემიერა უნდა ვითამაშო, 28 აგვისტოს გადავიხდი დაბადების დღესო.

 

იცით, “ჰელადოსიც” როგორი ტრაგიკულია. “ბელის” მთხრობელის როლი ჰქონდა. სპექტაკლი აუცილებლად უნდა გამოვიდეს, ამ პრემიერას სექტემბრის დასაწყისში ლაშა კუხიანიძის სახელზე ვითამაშებთ.

 

No description available.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის შერთული ჰყავდა ცოლი და თითქმის ყოველ დღე სუფრა თუ აღნიშვნა ჰქონდათ, რეპეტიციაზე არც ერთხელ არ დაუგვიანია და მოუწესრიგებელი, ან ნაბახუსევზე არ მოსულა.

 

ყველას უყვარდა, ვინც წლები იცნობდა თუ ერთხელ ჰყავდა ნანახი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იცხოვრებ. ყველას თავისი დრო აქვს. ლაშას იმ მოკლე დროში უცხოვრია, რაც მისთვის იყო…

 

თეატრის დასის მსახიობი არ იყო, იწვევდნენ. ქუთაისიდან ჩამოვიდა, თეატრალური აქ დაამთავრა და ბოლო შვიდი წელი ბათუმში იცხოვრა. შტატში ჩაჯდომის პერსპექტივა ჰქონდა.

 

ტიტე კომახიძესთან ცხოვრობდა შვიდი წელი. არ ვიცი, ტიტე რანაირად გადაიტანს ამ ამბავს. თავისი ნივთები არ ჰქონია წამოღებული, ტიტესთან უხუმრია, იყოს, რა იცი, იქნებ კი მოვბრუნდეო…

 

 

ცოლი რომ მოიყვანა, დედამისი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და კარანტინში იყო, როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა. ატყუებდნენ, ლაშა რეანიმაციაშიაო.

 

ძალიან თბილი, მოწესრიგებული, თავაზიანი, ნათელი და ულამაზესი ბიჭი იყო. დედაჩემის შემდეგ, ასე გული არავის უტკენია ჩემთვის.

 

მძიმე დღე გვაქვს, მთელი დღე ვტირი. თითო ჭიქა შესანდობარი დავლიეთ და რეპეტიციაზე სანთელი გვენთო.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X