17:33 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

რა ნივთები უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებზე – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ნივთების სიას აქვეყნებს

რა ნივთები უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებზე – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ნივთების სიას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის ელექტრონული კრებული გამოაქვეყნა.

 

ცნობარში მითითებულია ის წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა გამოცდის დროს უნდა დაიცვან, ასევე ნივთები, რომლებიც გამოცდებზე უნდა იქონიონ თან:

 

  • პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება – ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი ასახულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

 

  • სურვილის შემთხვევაში, გელიანი (ე.წ. „ტუშის“) შავი ფერის კალამი 0.5-0.7 მმ, ბურთულიანი წვერით;

 

  • საგამოცდო ბარათი.

 

გამოცდები 2021 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონულიფორმატით ჩატარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

 

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ავტორი: Prime Time

X