
„ჩემი ოცნება იყო, ველოსიპედი მყოლოდა და ისე დავამთავრე სკოლა, რომ ვერ ვეღირსე ამას“, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„შეუსრულებელი რაც დამრჩა ბავშვობაში და რაც ძალიან მწარედ დამამხსოვრდა, არის ის, რომ ჩემი ოცნება იყო, ველოსიპედი მყოლოდა.
ისე დავამთავრე სკოლა, რომ ვერ ვეღირსე ამას, მშობლებმა არ მიყიდეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






















