19:29 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

რა რაოდენობის ყავის მიღებაა სასარგებლო – დაავადებები, რომელთა განვითარების რისკს კოფეინი ამცირებს

რა რაოდენობის ყავის მიღებაა სასარგებლო – დაავადებები, რომელთა განვითარების რისკს კოფეინი ამცირებს

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში კოფეინზე და მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში მის დადებით თვისებებზე წერს.

 

ზაზა თელიას თქმით, კოფეინს შეუძლია 6 სახის დაავადების განვითარების რისკი შეამციროს.

 

“ყავა და კოფეინიხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით.
უნდა მივიღოთ თუ არა?

 

რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?

 

NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.
პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)

 

1. ყავა (მოდუღებული) – 8 უნცია ანუ 235მლ. – საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);

 

2. ჩაი (მოდუღებული) – 8 უნცია ანუ 235მლ. – საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)

 

აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.

 

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.

 

ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

 

1. ნაღვლის ბუშტის ქვები;
2. ინსულტი;
3. ღვიძლის დაავადებები;
4. გულის დაავადებები;
5. ტიპი 2 დიაბეტი;
6. პარკინსონის დაავადება”, – წერს ზაზა თელია.

ავტორი: Prime Time

X