
ჯანდაცვის მინისტრი, თამარ გაბუნია პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ პრეპარატს ის კლინიკები მიიღებენ, რომლებიც ამ დრომდე კოვიდ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რემდესივირის გამოყენება მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში.
6 კლინიკა არის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც მიიღებს პრეპარატს. ეს არის კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავდნენ კოვიდ პაციენტებს.
რაც შეეხება რაოდენობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პაციენტი დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს.
ამ შემთხვევაში რემდესივირი რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, ჩვენთან ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს“,- აღნიშნა გაბუნიამ.






















