19:13 | 2021-08-04 ავტორი: Prime Time

რა რეაქცია ჰქონდა ლაშა ბექაურს ლაშა ტალახაძის გამარჯვებაზე – ნახეთ ვიდეო

რა რეაქცია ჰქონდა ლაშა ბექაურს ლაშა ტალახაძის გამარჯვებაზე – ნახეთ ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ, როგორც გულშემატკივრობს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექური ლაშა ტალახაძის გამოსვლას ტოკიოს ოლიმპიადაზე.

 

„ველოდებით მეორე მედალს… გილოცავთ, ყველას. შენ გენაცვალე,“ – ამბობს ლაშა ბექაური.

 

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობაში, 109კგ წონით კატეგორიაში მთავარ ფავორიტად შერაცხულმა ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა იმედები არ გააცრუა და კარიერაში ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

მსოფლიოში საუკეთესო ძალოსანმა ატაცში 223კგ, აკვრაში 265კგ ასწია და ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა. ლაშამ ყველა კონკურენტს საგრძნობი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა გოლიათმა ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა.

 

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

 

ავტორი: Prime Time

X