11:45 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

რა საფრთხეს უქმნის „ომიკრონი“ ბავშვებს – ნახეთ, სულ ახალი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკიდან

რა საფრთხეს უქმნის „ომიკრონი“ ბავშვებს – ნახეთ, სულ ახალი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკიდან

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონზე“ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„სამი ინფო სამხრეთ აფრიკიდან, სადაც კოვიდის ახალი შტამი მძვინვარებს:

 

შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და როგორც გრაფიკიდან ხედავთ, შემთხვევების გაორმაგებას დასჭირდა სულ 2 დღე, მაშინ, როცა დელტას დროს მაგალითად, ეს მაჩვენებელი იყო 5 დღე.

საქართველომ რომ გაითვალისწინოს უკვე, კარგი იქნება – როგორც სამხრეთ აფრიკელები აცხადებენ, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და პედიატრიული განყოფილებების სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.

 

შემთხვევების უმეტესობა სამხრეთ აფრკაში ისევ აუცრელებშია… ნუ ამას საქართველო სამწუხაროდ, ვერ უშველის ამ მოკლედ დროში, სანამ ეს შტამი საქართველოშიც შემოაღწევს“, – წერს წერეთელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X