
დღეს, 22 აპრილს, ვლადიმერ ლენინის დაბადებიდან 151 წელი შესრულდა. ვიდრე ის ცოცხალი იყო, სხვადასხვა ჭორს მაშინაც ავრცელებდნენ. მაგალითად, გერმანიის ჯაშუშსა და „საიდუმლო პოლიციის“ აგენტს უწოდებდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი ჭორი მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ლენინის გვამი არ არის ნამდვილი, მავზოლეუმის გახსნისთანავე დაიწყო.
როგორ მოხდა, რომ ბელადთან მრავალდღიანი დამშვიდობება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა? ალექსეი იურჩაკმა, ანთროპოლოგმა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა (აშშ) ისაუბრა ამ ყველაფერზე.
პირველი ჭორები უცხოურ პრესაში იმის შესახებ, რომ ლენინის სხეული არ იყო ნამდვილი, მისი გარდაცვალებიდან მალევე გამოჩნდა. მათ გასაქარწყლებლად 30-იანი წლების შუა პერიოდში, პარტიის ხელმძღვანელობამ დასავლური მედიის წარმომადგენლები მავზოლეუმში მიიწვია. ამერიკელმა ჟურნალისტმა, ლუი ფიშერმა დაწერა, რომ ბორის ზბარსკიმ, რომელიც ვლადიმირ ვორობიოვთან ერთად, პირველი იყო, ვინც ლენინის სხეულს ბალზამი გაუკეთა, მათი თანდასწრებით გახსნა ჰერმეტულად დახურული მინის სარკოფაგი, ცხვირში მოჰკიდა ხელი ლენინს და თავი მიუბრუნ-მოუბრუნა იმის დასტურად, რომ ეს ცვილის ფიგურა არ იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახლდა ჭორები, რომ ლენინის ცხედარი მისი ხელოვნური ასლია. მათ საპასუხოდ, ზბარსკის ვაჟმა, ილია ზბარსკიმ დაწერა: „მე 18 წელი ვმუშაობდი მავზოლეუმში და დანამდვილებით ვიცი, რომ ლენინის სხეული შესანიშნავ მდგომარეობაშია დაცული. ყველანაირი ინფორმაცია ხელოვნურ თოჯინაზე, რომ ლენინის მხოლოდ სახე და ხელები გადარჩა, არის ჭორი და ტყუილი“.
თუმცა, ზბარსკის განცხადებამ ვერ შეაჩერა ჭორების გავრცელება. 90-იანი წლების ბოლოს, გაზეთებში გამოქვეყნდა ლენინის მსგავსი რამდენიმე სხეულის არსებობის ვერსიები, თითქოს ისინი დროდადრო ანაცვლებდნენ ბელადის სხეულს. ამის საპასუხოდ, ლაბორატორიის წამყვანმა ექსპერტმა, იური რომაკოვმა Echo Moscow-თან ინტერვიუში განმარტა, რომ მავზოლეუმში არსებული სხეული ლენინის ნამდვილი სხეულია, შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეცვლა არ არის საჭირო.
იმისათვის, რომ ბელადის სხეული შეინარჩუნონ, მას თანმიმდევრულად ათავსებენ სხვადასხვა აბაზანაში: გლიცერინის ხსნარით, ფორმალდეჰიდით და კიდევ რამდენიმე ჯაკუზი – ალკოჰოლით, წყალბადის ზეჟანგით (კანის გასათეთრებლად, თორემ ლაქებით დაიფარება), ნატრიუმის აცეტატითა და ძმარმჟავას ხსნარით. ლენინი აბაზანებს „დიდხანს იღებს“, – თვე-ნახევრის განმავლობაში. თუმცა, წელიწად-ნახევარში მხოლოდ ერთხელ. ამ დროს მავზოლეუმი დაკეტილია.

როდესაც ლენინი გარდაიცვალა, ის გაკვეთეს. ისე, არა როგორც ბალზამირებისთვის ხდება. გაკვეთეს მთავარი არტერიები და სისხლძარღვები. პათოლოგანატომს არ ეგონა, რომ ბელადი წლების განმავლობაში დაუმარხავი დარჩებოდა. ამის გამო, როგორ უნდა გადანაწილებულიყო ბალზამირებადი ნაერთები სხეულში, ვერ დაადგინეს. ბოლოს და ბოლოს, მიკროინექციებით გაავსეს და ჩააცვეს რეზინის კოსტიუმი.
ლიდერის მუმიფიკაციის იდეა მხოლოდ რამდენიმე ჭკვიან ადამიანს მოუვიდა, თუმცა მთავრობის წევრთა უმეტესობამ ეს ბარბაროსობად მიიჩნია. გარდაცვლილის ქვრივმა, ნადეჟდა კონსტანტინოვნამ ითხოვა ქმრის დაკრძალვა „ადამიანურად“. საბჭოთა ხალხს მიეცა საშუალება, დამშვიდობებოდნენ ილიჩს – ხელისუფლებამ ცხედარი დატოვა საზოგადოებისთვის, ორი თვის განმავლობაში. ლენინი იანვარში გარდაიცვალა და საკმაოდ ყინავდა კიდეც. ასე რომ, ის შესანიშნავად იყო შენარჩუნებული და თითქმის არც ლპებოდა. შემდეგ ხელისუფლებამ მოილაპარაკა და გადაწყვიტა: ნუ დავკარგავთ სარგებელს, მოდი, ეს შევინარჩუნოთო. პასუხისმგებლობა დაეკისრა საბჭოთა მეცნიერებს.
აღმოჩნდა, რომ ექიმებს არ ჰქონიათ დავალება, შეინარჩუნონ მთელი სხეული. ყოველწლიურად ლენინი სულ უფრო პატარავდება. მაგალითად, ლიდერს თავიდანვე ჰქონდა ხელოვნური წამწამები, ხოლო 1945 წელს ფეხიდან კანის გარკვეული ნაწილი გაქრა. მოგვიანებით, საჭირო გახდა სახის ნაწილების შექმნა: მაგალითად, თვალის პროთეზები, რომელიც ქუთუთოების ქვეშ ჩაუყენეს. სხვათა შორის, მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერს პირი ამოკერილი აქვს .

ილიჩის ყოველწლიური ბალზამირების მთავარი ამოცანაა სხეულის ე.წ. ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება: გარეგნობა, წონა, ფერი, კანის ელასტიკურობა, კიდურების მოქნილობა. სხვათა შორის, ლენინის კანქვეშა ცხიმის უმეტესი ნაწილი შეიცვალა კაროტინის, პარაფინისა და გლიცერინის ნარევით – ეს ნაოჭების საწინააღმდეგო მძლავრ საშუალებად გამოიყენება.
რა თქმა უნდა, ლენინი შიგნით „ცარიელია“. ეს საშინლად ჟღერს, მაგრამ შინაგანი ორგანოები ამოიღეს, ტვინი კვლევისთვის გადასცეს, ხოლო გული კვლავ კრემლში ინახება. სხვათა შორის, ლენინის ტვინის შესახებ ამბავი ცალკე დეტექტიურ რომანს იმსახურებს: ამის შესასწავლად სპეციალურად მიიწვიეს მეცნიერი გერმანიიდან, რომელმაც ტვინი 30 ნაწილად დაყო და თითოეული გადაამოწმა – იგი ეძებდა ბელადის გენიალურობას.

გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ ილიჩი საერთოდ არ შეცვლილა – ყოველ შემთხვევაში – გარეგნულად. უამრავი ომი დაიწყო და დასრულდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, დედამიწაზე პამდემია მძვინვარებს, ამხანაგი ლენინი კი ამაყად წევს მავზოლეუმში და უკვე 100 წელზე მეტია, მკვდარიც კი სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს.
დებატები იმის შესახებ, საჭიროა თუ არა მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერის დაკრძალვა (მოკლედ: ყველა, ზიუგანოვის წინააღმდეგი) გაგრძელდება. კომუნისტები ყვირიან, რომ ლენინის ცხედრის გატანა ლიბერალური ფაშიზმია, მორწმუნეები დაარწმუნებენ, რომ დაკრძალვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს “ქრისტიანული არ არის”. შეშინებული პათოლოგი






















