00:16 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

რა სახის დაავადებაა თალასემია, რომელიც ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს

რა სახის დაავადებაა თალასემია, რომელიც ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ შიმშილობის გამო ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

 

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით,  სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება – თალასემია აქვს.

 

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება
2021-10-10ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება

 

რა სახის დაავადებაა თალასემია

 

თალასემია სისხლის გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ანემიათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ დაავადებებს აერთიანებს ძირითადი პათოლოგიური პროცესი – ერითროციტების გაძლიერებული ჰემოლიზი. ჰემოლიზი ერითროციტების დაშლას ნიშნავს.

 

ნორმალური ერითროციტები 100-200 დღეს ცოცხლობენ. ჰემოლიზური ანემიის დროს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 დღემდე მცირდება. ნორმაში ერითროციტები მხოლოდ ელენთაში იშლება, დაავადების დროს კი გაძლიერებული დაშლა შესაძლოა სისხლძარღვებშიც მიმდინარეობს.

 

თალასემიის დროს სისხლში მცირდება ნორმალური ჰემოგლობინის რაოდენობა. მის ნაცვლად იმატებს ფეტალური და მოზრდილი ადამიანის ჰემოგლობინის შუალედური ფორმები.

 

ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, თავის ტკივილს, გარდამავალ სიყვითლეს და მუცლის გადიდებას. ყურადღებას იქცევს ანამნეზში ანემიის არსებობა, სისხლში ბილირუბინის მატება, ელენთის გადიდება, განსაკუთრებით კი – რკინის პრეპარატებით მკურნალობის უეფექტობა.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა დაკავებიდან ცოტა ხანში დაიწყო.

 

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკზე მორიგი ვიდეო გავრცელდა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X