
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო პირობები.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა, ანი წითლიძეს, რომელსაც ვკითხეთ, იცის თუ არა, ამ ეტაპზე რა კონკრეტული სამედიცინო ჩარევები სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მას გლდანის N18 დაწესებულებაში ვერ ჩაუტარდება.
„დაზუსტებით როგორ უნდა გითხრათ? მე ექიმი არ ვარ. მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანს, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს, სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა და ამას განსაკუთრებული ექიმის უნარჩვევები არ სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გლდანის N18 დაწესებულებაში ყველა ის პორობაა შექმნილი, რაც პაციენტს ესაჭიროება. თქვენ თვლით, რომ მაინც არაა საკმარისი?
– პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაცია, ვერც ჩემთვის და ვერც საზოგადოებისთვის სანდრო ვერ იქნება, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებს კონსილიუმის წევრებს.
მიხეილ სააკაშვილი არის გლდანის ციხეში და არის საკანში მეხუთე სართულზე და რეანიმაცია არის პირველ სართულზე. ნახეთ ხო ტომოგრაფიის აპარატი რომ მიიტანეს? ამის შემდეგ როგორ უნდა ითქვას, რომ გლდანი რამით არის აღჭურვილი? კონსილიუმის წევრებმაც თქვეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო არ არის ის, სადაც რეაბილიტაციის სრული გავლა შესაძლებელია.
ჩემი მთავარი მიზანი ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. მე რომ ვიცოდე და ვხედავდე, რომ გლდანის ციხის კლინიკაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ნამდვილად არ ვარ გიჟი, რომ ეს ჯოჯოხეთი გავიარო, რომელსაც ყოველდღიურად გავდივარ. ადამიანი, რომელიც ყავისფერ ნახველს ახველებს, წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომაც ვითხოვთ მის გადაყვანას“,- გვითხრა ანი წითლიძემ.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე.
„მე ექიმი არ ვარ და ვერ გეტყვით. გლდანის ციხე არ არის სამედიცინო დაწესებულება. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ვისმენთ ექიმებისაგან, ისინი ამბობენ, რომ იქ არ არის სათანადო პირობები. მე ექიმებს ვენდობი და არა ხელისუფლებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა
რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში























