
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა და სომხეთთან 1:2 დამარცხდა.
რატომ იყო ეს მატჩი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?
თუ გუშინდელ მატჩში საქართველო სომხეთს დაამარცხებდა, გვრჩებოდა ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადასვლის შანსი. თუმცა ბოლო ტურში საქართველოს მინიმუმ 2 ბურთიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინა ესტონეთის ნაკრები ისე, რომ ჩრდ. მაკედონიას ვერ მოეგო სომხეთის ნაკრებისთვის.
რადგან ვერ დავამარცხეთ სომხეთი, დავკარგეთ ყველანაირი შანსი ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის.
სომხეთის ნაკრებს კი მშვენიერი შანსი აქვს ჯგუფიდან გასვლის, თუ ბოლო ტურში ისინი დაამარცხებენ მაკედონიის ნაკრებს, სწორედ სომხეთი გავა ჯგუფიდან.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.
18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები კვლავ თბილისში ესტონეთს დაუხვდებიან და ეს, სლოვაკი ვლადიმირ ვაისისთვის ამჟამინდელ პოსტზე ბოლო შეხვედრა იქნება.
ამავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია ნეიტრალურ სტადიონზე (კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში) სომხეთს ეთამაშება და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც მაშინ გაირკვევა.






















