
„მთავარი არხის“ დამფუძვნებელმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა.
მისი თქმით, ეს არის უმარტივესი პროცედურა, რომლითაც შეიძლება მთელი მოსახლეობა მოიცვა.
როგორც წესი, სწრაფი ტესტის პასუხის დადგენას 15 წუთი სჭირდება. ნიკა გვარამიას სწრაფმა ტესტმა კოროანვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
რამდენიმე დღის წინ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე იგივე სწრაფი ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მეტი ტესტი შემოიტანოს.






















