
ახალი კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალების უმრავლესობა ე.წ. BAME-ს წარმომადგენელი იყო.
BAME – ტერმინი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში დემოგრაფიული წარმოებისთვის იყენებენ და აღნიშნავს – ფერადკანიანს, აზიელს ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
კვლევა British Medical Journal-ში გამოაქვეყნდა. კვლევის დროს დიდ ბრიტანეთში 194 სამშობიარო დაწესებულებაში მყოფი ორსული ქალები შეისწავლეს, რომლებსაც კორონავირუსი 1 მარტი – 14 აპრილის შუალედში დაუდასტურდათ.
კვლევამ აჩვენა, რომ 427 ინფიცირებული ორსული ქალიდან 233 (56%) BAME-ს წარმომადგენელი იყო. ინფიცირებულებიდან 103 აზიელი, ხოლო 90 ფერადკანიანი.
პროფესორ მარიან ნაითის განცხადებით, კვლევა ყურადღებას და ღრმად შესწავლას საჭიროებს.























