15:24 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

რა შედეგი მოაქვს გრიპის ვაქცინას კოვიდთან ბრძოლაში – კვლევა

რა შედეგი მოაქვს გრიპის ვაქცინას კოვიდთან ბრძოლაში – კვლევა

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გრიპის ვაქცინა კორონავირუსის გართულებებს ამცირებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბუწაშვილი ამბობს, მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია.

 

გრიპზე აცრის დროა - ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 
2020-10-07გრიპზე აცრის დროა - ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

 

„ბრაზილიაში ჩატარდა კვლევა 92664 კოვიდის მქონე პაციენტზე, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის. (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში დაიწყეს 2020 წლის მარტიდან.

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი“,- წერს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: Prime Time

X