12:39 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

რა შეემთხვა პოლიციელს, რომელიც წუხელ აქციაზე იმყოფებოდა, დღეს კი გამოცდაზე დააგვიანა – აბიტურიენტი პოლიციელის ისტორია

რა შეემთხვა პოლიციელს, რომელიც წუხელ აქციაზე იმყოფებოდა, დღეს კი გამოცდაზე დააგვიანა – აბიტურიენტი პოლიციელის ისტორია

დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები უცხო ენას აბარებენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები ხშირად ხდება.

 

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ერთ-ერთი აბიტურიენტი 5 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

 

როგორც EDU.ARIS.GE წერს, აბიტურიენტი შსს-ის კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელია. გამოცდაზე კი იმიტომ დააგვიანდა, რომ მორიგეობიდან პირდაპირ საგამოცდო ცენტრში მოუწია მისვლა.

 

მომშივდა და ვიჩქარე გამოცდიდან გამოსვლა - აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა 45 წუთში დატოვა
2021-07-06მომშივდა და ვიჩქარე გამოცდიდან გამოსვლა - აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა 45 წუთში დატოვა

 

როგორც აღმოჩნდა, ის გუშინ აქციაზე იმყოფებოდა.

 

„გამოცდაზე დამაგვიანდა, რადგან ვიმყოფებოდი სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად გუშინდელ ღონისძიებაზე (აქცია პარლამენტთან ავტ.) და იქედან პირდაპირ მომიხდა წამოსვლა”,- ამბობს აბიტურიენტი.

 

პოლიციის თანამშრომელს, სამსახურიდან განცხადების წარდგენა შესთავაზეს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X