16:23 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს აცრილებისთვის – ნახეთ ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს აცრილებისთვის – ნახეთ ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, იმ წამახალისებელ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა, აცრილი ადამიანებისთვის დაწესდეს.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, დამსაქმებელმა თანამშრომელი წაახალისოს.

 

„ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს. ეს დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მე მაგალიათად, ორ დღეს ვაძლევ. ასევე სხვადასხვა ლატარიების გათამაშება. ორჯერადად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები. ეს მხოლოდ რეკომენდაციებია. ეს დადგენილებით არ დგინდება. ჩვენ დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტი წახალისება მისცენ აცრებს,“- განაცხადა ამირან გამყრლეიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X