
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდის.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად.
ანუ, თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.
სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















