19:33 | 2021-11-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა შეიძლება მოუტანოს ახალმა „ომიკრონის“ შტამმა საქართველოს – ზაზა წერეთლის პროგნოზი

რა შეიძლება მოუტანოს ახალმა „ომიკრონის“ შტამმა საქართველოს – ზაზა წერეთლის პროგნოზი

რა შეიძლება მოუტანოს კოვიდ ვირუსის ახალმა „ომიკრონის“ შტამმა საქართველოს – ამას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი განმარტავს.

 

„ამ მომენტისათვის პანდმიის დაწყებიდან დღემდე, მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა, ხოლო დაავადებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზე, ეს პატარა ქვეყანა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ კოვიდ ვაქცინაცია პრატიკულად, არ მიმდინარეობს (პანდემიასთან გვაქვს საქმე და არა ჩვეულებრივ სიტუაციასთან), მასობრივ თავშეყრებს არ ეშვებიან, სახლიდან მუშაობას არ უწყობენ ხელს, საქართველოს ალბათ უჩნდება საშუალება ამ ცხრილებში უფრო წინა ადგილებზე გადაინაცვლოს და სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი ორნიშნადან სამნიშნა გახდეს…

არაფერს ვამბობთ იმ დატვირთვაზე, რაც სუსტ ჯანდაცვის სისტემაზე მოვა, უამრავ ხანგრძლივ კოვიდიან პიროვნებაზე და იმ გართულებებზე, რაც სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისათვის სამედიცინო მომსახურეობის გადატანა გამოიწვევს.

 

ასე რომ, ვისაც საშუალება აქვს, გაუფრთხლდით საკუთარ თავს და თქვენს ირგვლივ მყოფებს“, – წერს წერეთელი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X