
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა.
„ესაა მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა.
მართალია, პიკი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.
თუ ქვეყნის გახსნის დროს ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა და ის ისევ ჩვენ გვერდითაა, სიტუაცია შეიცვლება.
ახლა სახელმწიფო რეგუაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი, ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















