17:57 | 2021-11-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა შემთხევაში და როგორ გამოიყენება მედიკამენტები კოვიდპაციენტებში

რა შემთხევაში და როგორ გამოიყენება მედიკამენტები კოვიდპაციენტებში

წამყვანი ეპიდემიოლოგების პროგნოზი გამართლდა – საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღას ოქტომბრის დასაწყისიდან ებრძვიან. მაშინ, როცა გვგონია, რომ პიკი გადაგორებულია, დილის განახლებული კოვიდსტატისტიკა მორიგ ანტირეკორდულ რიცხვებს გვამცნობს.

 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 8 ნოემბერს ქვეყანაში გარდაიცვალა 74 პაციენტი და ვირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სავალალოა ვაქცინაციის პროცესიც – ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.4%-ს შეადგენს, ეს კი საქართველოში არსებულ დრამატულ ვითარებას სამწუხაროდ, ვერ ცვლის.

 

მთავრობამ სტრატეგია მკვეთრად შეცვალა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

ბიძინა კულუმებგოვის თქმით, 7 თვის განმავლობაში გარდაიცვალა 5 469 აუცრელი და 57 ვაქცინირებული ადამიანი
2021-11-08ბიძინა კულუმებგოვის თქმით, 7 თვის განმავლობაში გარდაიცვალა 5 469 აუცრელი და 57 ვაქცინირებული ადამიანი

 

საბჭოს გადაწყვეტილებით,8 ნოემბრიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

 

ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებები რა შედეგს გამოიღებს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი: კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც როგორც მძიმე, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ.

 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ აღნიშნული პრეპარატების მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

მისი განმარტებით, პრეპარატები ეფექტური ვირუსის საწყის სტადიაშია. ეს ანტისხეულები კომბინირებულად გამოიყენება მძიმე, ან დამძიმების პერსპექტივის მქონე პაციენტებისთვის. მათ აქვთ უნარი ვირუსის რეპლიკაცია შეამცირონ.

ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში  იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია
2021-11-08ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია

 

ალექსანდრე გოგინავა: მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელიც გამოიყენება აშშ-ში და ევროკავშირშის ქვეყნებში, ჩატარებულია კვლევები, რამაც აჩვენა, რომ ის საგრძნობლად ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას, ამიტომ საკმაოდ ეფექტურ პრეპარატად ითვლება. 

 

ესენი ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს იმ პაციენტებთან, რომელთა დამძიმების რისკიც არსებობს, ან თავიდანვე დაავადების მძიმე მიმდინარეობაა სახეზე. ამ პრეპარატს აქვს უნარი, რომ შეწყვიტოს ან შეამციროს ვირუსის რეპლიკაცია, ანუ გამრავლება. 

 

– რა სახის უკუჩვენება აქვთ ამ პრეპარატებს? 

 

– მკვეთრი უკუჩვენება მათ არ აქვთ. განსაკუთრებით უკუჩვენებაა დაავადების გვიანი სტადია, როდესაც პაციენტს სჭირდება მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, ან იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. თუ გასულია 2 კვირა, ან მეტი, ან პაციენტს აქვს ბაქტერიული ინფექცია, ან იმუნოდეფიციტი, ასეთ დროს პრეპარატების გამოყენება ნაკლებად ხდება.

 

– კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ რომელი პრეპარატები გამოიყენება კლინიკებში?

 

კარგა ხანია, კოვიდ-კლინიკებში ბარიციტიდინი აქტიურად გამოიყენება. ესეც საკმაოდ კარგი პრეპარატია, გამოცდილია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. ის ინიშნება მაშინ, როდესაც ინფიცირებიდან ცოტა დროა გასული, მაგალითად, 1 კვირის შემდეგ ან უფრო მოგივიანებით. არსებობს პროტოკოლი, სადაც „ბარიციტინიდს“ „რემდესივირთან“ ერთად, ან არის საშუალება, რომ ის გამოვიყენოთ მონოთერაპიაში, ის იწვევს მეორე ეტაპზე განვითარებული იმუნური პასუხის დათრგუნვას, რაც ძირითადი პრობლემაა მოგვიანებით კოვიდ-ინფექციის გართულებებში. 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X