18:07 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში არ დაუშვებენ აბიტურიენტს გამოცდაზე, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება

რა შემთხვევაში არ დაუშვებენ აბიტურიენტს გამოცდაზე, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება

ხვალიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო აბიტურიენტებისთვის წლევანდელი ტესტირება განსხვავებული იქნება.

 

საგამოცდო ცენტრში მისვლამდე ყველა გამომცდელს თერმოსკრინინგით ტემპერატურას შეუმოწმებენ.

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ცენტრში მისვლამდე ტემპერატურა დაგიფიქსირდებათ?! „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციებს უცვლელად გთავაზობთ:

 

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

 

თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მიიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

 

თუ გამოსაცდელს 37С ან 37С-ზე მეტი ტემპერატურა აქვს, 15 წუთში უნდა გადაუმოწმონ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5С-მდე (37.4С-ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

 

ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გამოცდაზე პირბადე
2020-07-02ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გამოცდაზე პირბადე

 

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ის დაჯდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

 

თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აქვს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;

 

იმ შემთხვევაში, თუ 37С-დან 37.4С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;

 

37.5С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

 

ტემპერატურის 37.5С-ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;

 

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;

 

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელს დასვამენ სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

 

„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?..“ - ხუმრობები ეროვნული გამოცდების თემაზე
2020-07-03„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?..“ - ხუმრობები ეროვნული გამოცდების თემაზე
ავტორი: Prime Time

X