11:10 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას

რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ვალდებულების იძულებით აღსრულებამდე შესაძლებელია მოხდეს მის კუთვნილ მოძრავ და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

 

საადვოკატო ბიუროს ვებგვერდი myadvokat.ge -ის განმარტებით,იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც მოვალეს აქვს იურიდიული მისამართი მოვალის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, შესაძლებელია მოხდეს მისი მოძრავი ნივთების დაყადაღება.

 

თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების პროცესში მოქალაქე განაცხადებს პრეტენზიას აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი კუთვნილ ქონებას დაყადაღებული ნივთების სიიდან ამორიცხავს მხოლოდ კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში.

 

თუ მოქალაქის მოძრავ ნივთებს უსაფუძვლოდ დაედო ყადაღა, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოთ ქონების რეალიზაციის შეჩერება.

ავტორი: Prime Time

X