
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.
მისივე განმარტებით, ასეთი ნახტომისებური ზრდის შეკავების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
“თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას.
შეიძლება შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას.
ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.
ასევე დაგაინტერესებთ:























