
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე განმარტავს, რა შემთხვევაში გადაიტანს ქვეყანა კორონავირუსის მე-5 ტალღას უფრო მარტივად.
დევი ტაბიძე ყველაზე დიდი მნიშვნელობას ისევ ვაქცინაციის პროცესს ანიჭებს.
რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული იქნება ქვეყანაში, მე-5 ტალღას ქვეყანა უფრო მარტივად შეხვდება.
„სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი გვაქვს, რომ ვაქცინაციის რაოდენობამ იკლო. აქაც გარკვეული მოსახლეობის დამოკიდებულების ფრაგმენტი ჩანს იმის, რომ რადგანაც ეს რაოდენობამ დაიწია ინფიცირების, ამიტომ ნაკლები აცრა უნდა ჩავატაროთ.
პირიქით, რაც აცრა უფრო მეტი იქნება და ვაქცინაცია წარმატებულად ჩატარდება, იმ მოსალოდნელი მე-5 ტალღას შევხვდებით ძალიან მარტივად, ან შეიძლება საერთოდაც ისე გავიაროთ, რომ მას მე-5 ტალღა არ დავარქვათ. მაგრამ, ეს აუცილებლად იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ლოკდაუნები გრძელდება,” – აცხადებს დევი ტაბიძე.
14 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 534 111 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.0%
სრულად ვაქცინირებულია 619 889 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.7%. 13 სექტემბერს აიცრა 26 125 ადამიანი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























