16:58 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობა – კობახიძის განმარტება

რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობა – კობახიძის განმარტება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

 

„ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დემოკრატიაა, ერთმანეთისგან მიჯნავენ ტრადიციულ და არატრადიციულ პარტიებს, რომლებთანაც ტრადიციული პარტიები კოალიციის შექმნას გამორიცხავენ.

 

ამის მიზეზია პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა – ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს გვაქვს ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა კონკრეტულ პარტიებთან. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობის დამკვიდრება“, – განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: Prime Time

X