13:15 | 2021-08-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები სწავლას საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრის შემდეგ – მინისტრის განმარტება

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები სწავლას საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრის შემდეგ – მინისტრის განმარტება

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი სკოლებში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლა სკოლაში 4 ოქტომბრის შემდეგ.

 

ამის შესახებ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„იმ ქალაქში, ან სოფელში ,სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება უკვე სკოლებში. სხვაგან კი კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად გააგრძელდება.

 

ცნობისთვის, 31 აგვისტს საქართველოში კორონავირუსის 4 778 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 79. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.92%-ია. 

 


ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X