23:59 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად.

შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! - ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე
2020-10-14შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! - ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე

 

„მინდა მოსახლეობას მივმართო პანიკას არ აყვნენ და იყვნენ მშვიდად. რაც შეეხება იმას, თუ რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა ტესტი.

 

მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ, თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები.

 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან ორივე მხარეს ეკეთა პირბადე, ამ შემთხვევაში დაავადების გადაცემის რისკი არის მინიმალური“, – განაცხადა გოგინავამ.

ავტორი: Prime Time

X