15:44 | 2021-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა შემთხვევაში მოიხსნება კომენდანტის საათი – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

რა შემთხვევაში მოიხსნება კომენდანტის საათი – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს 2 სცენარიდან ერთ-ერთი.

 

ცერცვაძემ, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა, მისივე თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება შეზღუდვების მოხსნა.

 

„საქართველო დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს 2 სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად ვაფართოებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის აცილებას.

 

ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა საქართველოს. ისეთი პერსპექტივა, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს. ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალებები ისევ შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც. რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის. ბიზნესი და ეკონომიკა იქნა ღია, ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრება. დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც იყო გასულ წელს ამისთვის აუცილებელია მასობრივი  ვაქცინაცია და პირბადეების ტარება.

 

მეორე გზა ისა არის, რომ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ, დღეში უდნა ვატარებდეთ 3000-4000 აცრას. მივმართავ მოსახლეობას არ არსებობს არავითარი საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X