14:32 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა შემთხვევაში შეძლებენ ტურისტები საქართველოში შემოსვლას

რა შემთხვევაში შეძლებენ ტურისტები საქართველოში შემოსვლას

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრლამენტში გამოსვლისას განამრტა, რა შემთხვევაში შეეძლება ტურისტს საქართველოში შემოსვლა. მისი თქმით, საჭიროა ტურისტს 72-საათიანი PCR ტესტი ჩატარებული ჰქონდეს.

შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ტურიზმის სფეროს სთავაზობს - სრული ჩამონათვალი
2020-05-07შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ტურიზმის სფეროს სთავაზობს - სრული ჩამონათვალი

 

„საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72-საათიანი PCR ტესტი. სხვა შემთხევაში ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა.

 

ევროპაში უკვე განიხილავენ კოვიდ პასპორტის თემას. ჩვენ ქვეყანაშიც შევქმნით ამ ტესტების აღების შესაძლებლობას, თუ იქნება შემთხვევები, როდესაც ტურისტს ასეთი ტესტი არ ექნება.

 

ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მაშინ, როდესაც ამ წესებს დაიცავენ.

 

გარდა ამისა, ისინი მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმროებში, რომელსაც ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ნებართვა. იქ დანერგილია ყველა პროტოკოლი.

 

სხვა შემთხვევაში ჩვენი ტურიზმის სექტორი რისკის ქვეშ დადგება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X