14:47 | 2021-03-27 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ვაქცინამ ფილერის დროს – ცერცვაძის განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ვაქცინამ ფილერის დროს – ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, თუ რა კავშირია ფილერების გამოყენებასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის.

 

როგორც ცერცვაძე „იმედის“ ეთერში საუბრისას ამბობს, „ფაიზერის“ შემთხვევაში, არსებობს დადასტურებული მაგალითები, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გვერდითი მოვლენები, გართულებები.

 

„აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ვითარდება მაშინ, როდესაც ფილერი ვაქცინაციამდე მოკლე დროში, ერთი კვირის წინ, ერთი თვის, ორი თვის წინაა შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეს არაა სისტემური რეაქცია. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

 

გათავისუფლდებიან თუ არა პირბადის ტარებისგან ისინი, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს
2021-03-27გათავისუფლდებიან თუ არა პირბადის ტარებისგან ისინი, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

 

როგორც წესი, ეს რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ძირითადად, ეს ვლინდება შეშუპებითა და ანთებითი მოვლენებით. ის ან თავისით გაივლის ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის ძალიან მოკლე კურსის შემდეგ, ეს გართულება უკვალოდ გაივლის. ამიტომ, ფილერების გამოყენება არანაირად არაა ჩვენება „ფაიზერის“ ვაქცინით აცრისთვის“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X